მურატ ჯიოევი: საქართველო ნატო-ს სწავლებების პოლიგონად იქცა
ნატო-ს საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოვება რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამის შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა, ისაუბრა.
“საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ახალი სწავლებებია დაანონსებული, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები მიიღებენ მონაწილეობას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, საქართველოს ტერიტორია ნატოს-ს სწავლებების პოლიგონად გადაიქცა”, – განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, ნატო-ს მოახლოება მეზობელ სახელმწიფოში ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგეს.