ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო მინისტრი: ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, რევოლუციებს უკრაინასა და საქართველოში ერთი რეჟისორი ჰყავთ (ვიდეო)

ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთმნიშვნელოვნად კიცხავს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო კანონიერი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ჩამოგდების მცდელობას წარუმატებელს უწოდებს.
შესაბამისი განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა ჟურნალისტებტან შეხვედრის დროს გააკეთა.
“პროცესებს, რომელსაც დღეს თქვენ აკვირდებოდით ვენესუელაში, ქართულ “ვარდების რევოლუციასა” და უკრაინულ “სტაფილოსფერ რევოლუციას” წააგავს, რომლებიც პოსტსაბჭოურ სივრცეში მოხდა. მათი სცენარისტი და დამკვეთი ერთი და იგივეა. ვენესუელას საზოგადოების გარკვეული ნაწილი გავლენის ქვეშაა მოქცეული და ამიტომ მათი მართვა არარეგიონული ძალებისთვის ძალიან ადვილია”, – განაცხადა მედოევმა.
მისი განცხადებით ე.წ. სამხრეთ ოსეთი ვენესუელას საქმეებში უცერემონიო ჩარევას გმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები