ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” მადუროს მხარდაჭერას უცხადებს
ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” ვენესუელას ახლადარჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ვებგვერდზე ვრცელდება.
“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელას კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს”,- წერია დეფაქტო უწყების ვებგვერდზე.