მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც ცნობილია, ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რომლის მძღოლიც გარდაიცვალა.
​სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი 23 წლის მოცეკვავე ლადო დათუნიშვილია.
​შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები