მცხეთასთან მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

მცხეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
​როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
​შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები