ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის მკლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ კვიტოულში ორი მცხოვრები დააკავეს, რომლებიც 14 იანვარს რუსეთის მოქალაქის, მიხეილ მასლოვის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორის დამხმარე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, დაურ ამიჩბა, ავრცელებს.
“დაკავებულები არიან სოფელ კვიტოულის მცხოვრებნი და ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან. დაპატიმრებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ”, – აცხადებს დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურორის დამხმარე.
ანა პაპიძე