იმერეთში, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდა (ფოტოკოლაჟი)
იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ ქვემო ნოღაში ენათმეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს რესტავრაცია ჩაუტარდა.
რესტავრირებული სახლ-მუზეუმის ფოტოები კი სოციალურ ქსელში სოფელ ნოღას ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა.
„აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარა სამტრედიის მაჟორიტარმა ბატონმა გრიგოლ მიქელაძემ, მადლობა ბატონ გრიგოლს. აკაკის სახლის რეაბილიტაციისათვის ანგარიშზე შემოსული იყო სულ 140ლ, მადლობა ვისაც წვნილის შეტანა უნდოდა ამ საქმეში მისი თანხით. ეს თანხა დევს ხელუხლებლად და თქვენს განკარგულებაშია, რასაც მეტყვით, როგორც მეტყვით ისე მოვიქცევი. ღამის განატება ხომ არ დავაყენო ამ თანხით ეზოში ბოძზე? მზის ენერგიით“, – ამის შესახებ ინფორმაცია ნოღას გვერდზეა განთავსებული.