ერდოღანი: უკრაინაში ომი ადვილად შეიძლება დასრულდეს, თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტაზე დაფუძნებულ მიდგომას მიიღებს

უკრაინაში ომი ადვილად შეიძლება დასრულდეს, თუ აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მმართველობით გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ მიდგომას მიიღებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია მარტივად დავასრულოთ ეს ომი, თუ დავინახავთ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც საკითხს გადაწყვეტაზე დაფუძნებული პერსპექტივით მიუდგება. მეტი დიალოგი, დიპლომატია, შეთანხმება მშვიდობას კარს გაუღებს და არა იარაღსა და კონფლიქტს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ბუდაპეშტიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებთან ინტერვიუში მანვე დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევა, შეერთებული შტატების მეთაურობით, დაასრულონ უკრაინაში ომი, კონფლიქტის მოგვარებას დააჩქარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები