დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა ფონიჭალა, მარნეული, გუგუთის საავტომობილო
გზიდან, სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზის და სიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე
შეაფასეს.ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში, სოფელ მაშავერაში დაახლოებით 2 კილომეტრიანი ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა, ხოლო სიონის ქუჩაზე ასფალტის საფარი. ორივე პროექტის ღირებულება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2 000 000 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.