რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს.
როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ამ მორიგი გაცვლისას უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
ცხედრები სასამართლო ექსპერტიზისა და იდენტიფიკაციის მიზნით უკრაინის მორგებში გადაასვენეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელ სამხედროებს შორის 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 – ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში, იქნა ნაპოვნი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლას 2022 წლიდან რეგულარულად ახორციელებენ. აღნიშნულ პროცესში შუამავლის როლს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ასრულებს.