ილონ მასკი: ტრამპის გეგმის წყალობით უკრაინაში სისხლისღვრა დასრულდება

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის გეგმის წყალობით უკრაინაში სისხლისღვრა მალე დასრულდება.

„უაზრო მკვლელობები მალე შეჩერდება. წამქეზებელთა და სპეკულანტთა დრო ამოიწურა“, – წერს მასკი სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის გარემოცვა განიხილავს უკრაინაში კონფლიქტის გაყინვას, ფრონტის ხაზის გასწვრივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას კიევის დაპირების სანაცვლოდ, რომ დროებით ნატო-ს არ შეუერთდება.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული სტატია აბსტრაქტული ხასიათისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები