Reauters: ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბევრი ამერიკელი ქვეყნის დატოვების გზებს ეძებს

მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა აჩვენა, ბევრი ამერიკელი უკვე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობდა, – ამის შესახებ “როიტერი” წერს.

გამოცემის ცნობით, არჩევნების სავარაუდო შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში, Google-ის ძიებამ „გადასვლა კანადაში“ 1270%-ით მოიმატა. ახალ ზელანდიაში გადასვლის შესახებ მსგავსი ძიება თითქმის 2000%-ით გაიზარდა, ხოლო ავსტრალიაში 820%-ით.

“ოთხშაბათს, გვიან საღამოს, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, Google-ის ძიებებმა ემიგრაციის შესახებ სამივე ქვეყანაში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია”,- განაცხადა Google-ის ოფიციალურმა პირმა.

„ყოველ ნახევარ საათში ელექტრონულ ფოსტაზე კანადაში რეგისტრაციის ახალი მოთხოვნაა. ამერიკელების უმრავლესობამ ტრამპს მისცა ხმა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი სულაც არ გრძნობს თავს კომფორტულად ასეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას. ხალხს ეშინია, რომ დაკარგავენ თავისუფლებას” – თქვა ევან გრინმა, კანადის უძველესი საიმიგრაციო იურიდიული ფირმის, Green and Spiegel-ის მმართველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები