ნინო წილოსანი: თავად ევროკავშირის ელჩის გადასაწყვეტია, დადგება ის ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს თუ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციის მხარეს

„ოპოზიცია, რომ სასოწარკვეთილია და ისინი ყველანაირ აბსურდულ მოთხოვნას გააჟღერებენ ეს სავსებით ლოგიკურია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ მათ აბსურდულ თეატრს. თუმცა მეორე მხრივ, თავად ევროკავშირის ელჩის გადასაწყვეტია, დადგება ის ქართველი ხალხის არჩევანის მხარეს თუ დადგება გაცამტვერებული, სრულიად არაკომპეტენტური, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციის მხარეს“, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი ოპოზიციის მოთხოვნას, რომ არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიება ევროკავშირის ეგიდით ჩატარდეს.

წილოსანის თქმით, გამოძიება წარმოებს ქვეყნის შიგნით საკმაოდ კომპეტენტური და შემდგარი ინსტიტუციის მიერ.

„თუ განცხადების სტილი, რომ ეს გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს ქვეყნის შიგნით და არამედ საერთაშორისო მასშტაბი უნდა ჰქონდეს, მე მაფიქრებინებს, რომ არ შეიძლება ეს განცხადება მეგობრული და პარტნიორული ხასიათის. და განცხადება, რომელიც ამ ქვეყნის ინსტიტუციებს აყენებს ჩრდილს, გარკვეულ წილად ჩვენს ქვეყანას მოიხსენიებს შეუმდგარ და განუვითარებელ ქვეყნად. ამიტომ, რა თქმა უნდა ვერ ვცემ პატივს ვერც ერთ მსგავს განცხადებას და ვერც მივიღებთ. გამოძიება წარმოებს ქვეყნის შიგნით საკმაოდ კომპეტენტური და შემდგარი ინსტიტუციის მიერ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები