აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში უცნობმა პირებმა რუსეთის მოქალაქე მოკლეს.
1977 წელს დაბადებული მიხეილ მასლოვი, მის სახლში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში მოკლეს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ნიღბებში იყვნენ. მათ ცეცხლი მას მერე გახსნეს, რაც სახლის მეპატრონემ სახლში მათი შემოჭრა შეამჩნია.
ფეხში მიყენებული ჭრილობა მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
როგორც რუსული მედია იუწყება, დაწყებულია გამოძიება მკვლელობის მუხლით. ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველები დამნაშავეებ ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები