სროლა თბილისში – ფილარმონიის მიმდებარედ ავტომობილს 6 ტყვია ესროლეს

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას 6 ტყვია ესროლეს. შემთხვევის შემდეგ, ავტომანაქანა დაგორდა და პარკინგზე მყოფ სხვა ავტომობილს დაეჯახა.
სროლის დროს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში არავინ არ იჯდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები