თამარ ჩუგოშვილი: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ მივესალმებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უკრაინის ავტოკეფალია მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულო და მისასალმებელია. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საკითხები ეკლესიებს შორის განსახილველი საქმეა.
ხოლო რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ხელისუფლებამ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს​, ჩუგოშვილი ამას უპასუხისმგებლო ქმედებას უწოდებს.
„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას, მხოლოდ შეიძლება, მივესალმოთ და გაგვიხარდეს. რაც შეეხება ავტოკეფალიისა და ეკლესიებს შორის საკითხებს, ეს თავად ეკლესიების საქმეა. შემიძლია, ჩემი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ ეს მორიგი ნაბიჯია უკრაინის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებაში. არ მგონია, რომ ბოკერიას ან ვინმეს მხრიდან ჭკუის სწავლება პასუხისმგებლიანი ქმედება იყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ხელისუფლებას დღეს მოუწოდა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები