ეკა ბესელია: კოლეგებთან ერთად, უვადო მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე და პროცედურაზე მეც ვმუშაობ

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ არ უნახავს.
თუმცა მისივე განცხადებით, უვადო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კოლეგებთან ერთად თავადაც მუშაობს.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები რეფორმის გაგრძელებას მხარს უჭერენ.
„ველოდები, რომ მოვა. ძალიან მაინტერესებს. თუ გადმოგვიგზავნიან ჩვენ პირადად, უფრო ადრე გავეცნობი, ვიდრე ის ოფიციალურად დარეგისტრირდება. კოლეგებთან ერთად, მეც უკვე ვმუშაობ კრიტერიუმებზე და პროცედურაზე. იმედი მაქვს, რომ სამუშაო ფორმატში ამ თემაზე კონსენსუსი შედგება. თუ არა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ჩვენი ვერსია გვქონდეს, თუნდაც ალტერნატიული. მე უკვე ამ იდეის შესახებ ვესაუბრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც რეფორმის გაგრძელებას მხარს უჭერენ. იმედი მაქვს, კონსტრუქციული გზით ვივლით, რომლის მიზანი იქნება არა რომელიმე ვიწრო ჯგუფის ინტერესების დაცვა, არამედ ქართული სახელმწიფოს მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა“, – აცხადებს ეკა ბესელია.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს დღეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები