რაულ ხაჯიმბა რესპუბლიკა სალვადორის პრეზიდენტს შეხვდა
დე ფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტი” რაულ ხაჯიმბა სალვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტს სანჩეს სერენომს ვენესუელაში ვიზიტის დროს შეხვდა.
“ჩვენ, ჩვენს შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. აფხაზეთი სხვადასხვა რეგიონებში მეგობრებთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ კი ვენესუელასთან, ნიკარაგუასა და სალვადორის რესპუბლიკასთან კარგ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, სანჩეს სერენომმა ყურადღება გაამახვილა დე ფაქტო აფხაზეთისა და სალვადორის ხალხის მსგავსებაზე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის კუთხით.
“ჩვენ, ისევე, როგორც თქვენ, ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და მოვიპოვეთ კიდეც. მე დიდი სიხარულით მივესალმები აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციას. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, გაცნობითი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება”, – განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა.
ანა პაპიძე