დავით მათიკაშვილი: იუსტიციის საბჭომ კანდიდატები წარმოადგინა, ახლა ჯერი პარლამენტზეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა პროცედურების სრული დაცვით მოხდება. მისივე თქმით, პარლამენტი კანდიდატებს მოუსმენს და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
„რეფორმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ პარლამენტი ამ პროცესში თავისი საზედამხედველო ფუნქციით ერთვება, ანუ ფორმალური მხრიდან აქტიურ მხარეზე გადავინაცვლეთ. იუსტიციის საბჭომ კანდიდატები წარმოადგინა, ახლა ჯერი პარლამენტზეა. პარლამენტი ამ საკითხს პროცედურების სრული დაცვით განიხილავს. კანდიდატებს აუცილებლად მოვუსმენთ. თუ კითხვები არსებობს, პასუხებიც უნდა გაეცეს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები