თბილისში, საახალწლო ბაზრობები 16 ადგილას, ძირითადად, მეტროებთან განთავსდება
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საახალწლო ბაზრობები თბილისში 16 ადგილზე გაიმართება. როგორც ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ყუშიტაშვილმა განაცხადა, სხვა ადგილებში გამართულ ვაჭრობაზე ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
„ბაზრობების ადგილები, ძირითადად, მეტროებთან იქნება. მათზე, ვინც ამ ლოკაციებიდან მოშორებით თვითნებურად ან ქაოტურად განაწილდებიან, რეაგირებას მოვახდენთ. რეაგირება, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს კანონის შესაბამისად, მაგრამ მათ საშუალება არ მიეცემათ, თავიანთი პროდუქტების, თანაც მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინონ“, – განაცხადა ვლადიმერ ყუშიტაშვილმა.