მარნეულის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტაცია უტარდება აღმაშენებლის სარწყავ სისტემას.
პროექტის ფარგლებში, სოფელ საიმერლოში, არსებული გრუნტის არხი, ჯამში 630 მეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება. დაგეგმილია წყალგამშვები ფარებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობა, გარემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
დღეის მდგომარეობით სამუშაოების დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია.
აღმაშენებლის სარწყავი სისტემის სრულად რეაბილიტაციის შედეგად, მუნიციპალიტეტში 1,886 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.
რეაბილიტირებული სამელიორაციო სისტემით 8 სოფლის – (თამარისი, ბაილარი, საიმერლო, ბადარი, ფუტლიარი, მუღანლო, ლეჟბადინი და ხუტორლეჟბადინი) მოსახლეობა ისარგებლებს.