ბოლნისში, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცათ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, წინასაახალწლოდ, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს უკვე რამდენიმე წელია ნობათებს გადასცემს. დღესაც, ტრადიციულად, სოციალურად დაუცველ 195 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცა და წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა.
საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც დაურიგდებათ.