ვანში საჯარო სკოლიდან რადიატორები მოიპარეს
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში საჯარო სკოლა გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა რკინის რადიატორები წაიღეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.