შსს: 31 დეკემბრის ჩათვლით ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული შეზღუდვა წინაასაახალწლო დღეებში საგზაო უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილებას ემსახურება.
“თბილისში – ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ:
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე.
ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, შეიზღუდება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით,-წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები