მამუკა მდინარაძე: ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
მდინარაძე ოპოციის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას მეორედ არჩევას მოჰყვა.
“ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ხმების ორი მესამედით, როგორც ჩანს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია ეს ამბავი, თამარ ჟვანიამ ხმების ეს რაოდენობა მოაგროვა და შესაბამისად, იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასე ლაპარაკობენ, ბუნებრივია, ეს არგუმენტად ვერ იქნება მიღებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი იყო წარდგენილი. თამარ ჟვანია, ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შენგელია. თამარ ჟვანიამ 8 ხმით თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა. ვლადიმერ ბოჟაძემ კი ერთი ხმა მიიღო. მარიამ შენგელიას მხარი კომისიის არცერთმა წევრმა არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები