სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი საიუბილეო კონცერტს გამართავს
27 დეკემბერს, 20:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საიუბილეო 20 წლის აღსანიშნავ კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებთან და საგალობლებთან ერთად, შესრულდება თანამედროვე კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებიც.
გუნდის სოლისტები და სპეციალური სტუმრები არიან: ქეთევან ქემოკლიძე, ნინო ქათამაძე, გიორგი ცაგარელი, ნინო სურგულაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ქეთევან ქართველიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი.
მუსიკალური ხელმძღვანელები: სვიმონ ჯანგულაშვილი, გიორგი დონაძე.
პროექტის გენერალური პარტნიორი Artists Union ConceptArt.