ეკა ბესელია ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე და მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებისა და ევროკავშირის მხრიდან რეფორმის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.
„კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე, მომავალი წლიდან დაიწყება პროცესი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ეხება. ვისაუბრეთ იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც უნდა მოხდეს ამ საკითხებზე მუშაობა და აგრეთვე, პარლამენტის ახალი რეგლამენტის იმ მუხლებზე, რომლითაც იხელმძღვანელებს კომიტეტი, როდესაც ეს პროცესი დაიწყება. შეხვედრაზე განვიხილეთ მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელების საკითხებიც იმ ფორმატში, რომელშიც ევროკავშირია ჩართული. ქალბატონი რენატე ვინტერი, რომელიც ევროკავშირის ექსპერტია, ძალიან დიდი დახმარებას უწევს საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში”,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.