მამუკა ბახტაძე: 7526 ჯარისკაცს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება

„გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ამ მიზნით, 2019-2020 წლებში, 7526 სამხედროს წოდების მიხედვით გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტი რესურსი უნდა დაეთმოს ჯარისთვის სოციალური პროექტების განხორციელებას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მომავალ წელს, აშშ-ს დახმარებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.
„გვინდა მეტი დრო და რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი – ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის. მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. მომავალ წელს, ამავე დროს განსაკუთრებული აქცენტი გვსურს გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში ხელფასები, წოდების მიხედვით, 7526 სამხედროს გაეზრდება და 1634 ქართველი სამხედრო ბინით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები