მიხეილ სააკაშვილი: ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც რამდენიმე ოპონენტი მოკლა (ვიდეო)

„ამერიკის პრეზიდენტი აღიარებს საუდის პრინცსაც კი, რომელმაც მოკლა რამდენიმე ოპონენტი, მათ შორის პირდაპირ საკონსულოში დაკლა ცოცხლად ჟურნალისტი და ამაზეც იძახიან, ნუ რომ დაკლა რა ვქნათ?”, – ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას, რომელიც გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.
„აი, ასეთი კაციჭამია ლიდერია საუდის არაბეთში და ურთიერთობა ხომ უნდა გვქონდეს. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ეტიკეტი. იანუკოვიჩიც აღიარებული იყო, სარქისიანი აღიარებული იყო, შევარდნაძის არჩევნები მაშინ ამერიკის საელჩომ პრაქტიკულად აღიარა”, – განაცხადა სააკაშვილმა “ტვ პირველის” ტოქშოუ „პოლიტმეტრის” ეთერში.
მისივე თქმით, „საერთაშორისო დოკუმენტი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები