კახა კალაძე: თვითკმაყოფილი არავინაა, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები

“თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები“, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის წლიური ანგარიში.
ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეეხო და არ ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოხერხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. პრემიერმა ასევე ისაუბრა რეფორმაზე განათლების მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არის ახალი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე. უახლოეს დღეებში გამოცხადებული იქნება პროექტზე ტენდერი და წლის ბოლომდე გვექნება სრული ინფორმაცია, მონაცემები პროექტის შესახებ და დავიწყებთ განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები