საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების გამო, ეგვიპტეში “ყვითელი ჟილეტების” გაყიდვა აკრძალეს

ეგვიპტის მთავრობამ, საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების გამო, “ყვითელი ჟილეტების” გაყიდვა აკრძალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “The Guardian” ავრცელებს.
ეგვიპტის მთავრობას ეშინია, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა ჰოსნი მუბარაქის აჯანყების წლისთავისთვის, რომელიც მომავალ თვეში აღინიშნება.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა გამყიდველის განცხადებით, დილერებს, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ვაჭრობენ, აეკრძალათ ყვითელი ჟილეტების გაყიდვა.
მათივე თქმით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დასჯით იმუქრებიან, მაგრამ რა ზომებით, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები