ჰეგსეთისა და რუბიოს საცხოვრებელ სახლებთან უცნობი დრონები დააფიქსირეს

ვაშინგტონში, ლესლი მაკნერის საჰაერო ძალების ბაზის თავზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ცხოვრობენ, უცნობი დრონები შენიშნეს, – ინფორმაციას The Washington Post-ი (WP) აქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურმა წარმომადგენელმა WP-ს განუცხადა, რომ ერთ ღამეს ბაზის თავზე რამდენიმე დრონი შენიშნეს, თუმცა მათი წარმომავლობა ჯერ არ არის დადგენილი.

გამოცემის ცნობით, სამხედრო ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ინციდენტზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და ვაშინგტონის სამხედრო ბაზის თავზე ამოუცნობი დრონების შესახებ ინფორმაციას „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ უწოდა.

პიტ ჰეგსეთი და მარკო რუბიო სამხედრო ბაზაზე 2025 წლის ოქტომბერში, მემარჯვენე აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობისა და ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ გადავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლესლი მაკნერის ბაზა თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის მახლობლად მდებარეობს. მასში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები