პაკისტანმა და ავღანეთმა საზეიმო ზავი გამოაცხადეს

პაკისტანი სამხედრო ოპერაციებს ავღანეთის წინააღმდეგ ხუთი დღით შეაჩერებს,- ამის შესახებ პაკისტანის ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრმა, ატაულა ტარარმა განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის დასასრულს წარმოადგენს.

“ეს გაკეთდა მოძმე ისლამური ქვეყნების: საუდის არაბეთის, თურქეთისა და კატარის მოწოდებით. თუმცა, ნებისმიერი საზღვრისპირა თავდასხმა, ტერორისტული თავდასხმა ან დრონებით თავდასხმა ინტენსიური სამხედრო მოქმედებების განახლებას გამოიწვევს“, – გააფრთხილა მან.

ავღანეთში თალიბანის მთავრობამ ასევე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები