გია ვოლსკი: სააკაშვილმა უკომპრომისო გეგმებზე საუბრით “ნაცმოძრაობის” ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე სერიოზულად შეარყია

“ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა თავის უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ და საერთოდ ოპოზიციის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართვები, რომელსაც ის „ფეისბუქით“ ავრცელებს, ანტისახელმწიფოებრივია და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.
„ისედაც განელდა ინტერესი მისი პიროვნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, სააკაშვილის სწორედ ეს გამოხდომები, განცხადებები და შეძახილები არის ის ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ პარტიას, როგორც ოპოზიციურ და პოლიტიკურ ძალას. ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან სააკაშვილი თავის პოზიციას არ შეიცვლის. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამები, მით უმეტეს კარგად იცის, რომ ამის რეალიზება საქართველოში შეუძლებელია. დესტაბილიზაცია არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც სააკაშვილი დღეს მოგვიწოდებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები