სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის.
საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.
მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები