გია ვოლსკი: სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, რამდენად რეალურია პურის მწარმოებელთა განცხადება და შესაბამისი ბერკეტიც გამოიყენოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პურის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფოს დასარეგულირებელი სფერო არ არის.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განკარგულება გასცა, რომ ვითარება დეტალურად იყოს შესწავლილი.
„როგორც ზოგიერთმა კომპანიამ განაცხადა, ეს გამოწვეულია საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდით. რამდენად რეალურია პურის მწარმოებელთა ეს განცხადება, სახელმწიფომ უნდა შეაფასოს და შესაბამისი ბერკეტიც გამოიყენოს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები