პარლამენტის ბიუროს სხდომამ 12–14 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, პარლამენტის 2018 წლის12 – 14 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.
დღის წესრიგშია რამდენიმე კენჭსაყრელი და ორმოცდაათზე მეტი განსახილველი საკითხი. პარლამენტი საშემოდგომო სესიისბოლო პლენარული სხდომების კვირას გეგმავს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის” საბოლოო ვარიანტის განხილვას თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ასევე განიხილება პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”.
ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.
პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 12 დეკემბერს, 12.00 საათზე გაიმართება. მანამდე კი ბიუროს მორიგი სხდომა შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები