კარასინი ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას გეგმავს

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან შეხვედრას მომავალ წელს გეგმავს.
“მომავალ წელს, იანვრის დღესასწაულების მერე. ჯერჯერობით, თარიღი არ არის შეთანხმებული, მაგრამ გეგმაში შეხვედრა არის”, – განაცხადა კარასინმა ჟურნალისტების კითხვაზე თუ როდის შეხვდებიან ის და აბაშიძე ერთმანეთს.
ამ დროისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ მყარდება, დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები