კარლ ჰარცელი: ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო მოწინავე ქვეყანაა

ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო, ერთის მხრივ, მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად, სახალხო დამცველის სისტემის განვითარების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია​ზე განაცხადა.

“ადამიანის უფლებების განვითარების სფეროში საქართველო, ერთის მხრივ, მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად სახალხო დამცველის სისტემის განვითარების სფეროში. მაგრამ ხშირად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებო საკითხია.

საქართველომ დიდ პროგრესს მოაღწია რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ასევე, ველოდებით იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მონიტორინგის და სტანდარტების დაცვის სისტემა ბოლომდე დაცული იქნება და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტთან ერთად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძალიან მაღალი მოლოდინები აქვს”, – განაცხადა ჰარცელმა​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები