მამუკა ბახტაძე ვალების განულებაზე: ოპონენტებისგან ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ არ გამოუვიდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები მხრიდან ვალების განულების ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს მათ არ გამოუვიდათ.
შესაბამისი განცხადება ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
“ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ დაახლოებით, 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. ჩვენი ოპონენტებისგან ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვიდათ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებსა და თარიღებზე“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები