ნინო გოგუაძე და ირინე ფრუიძე ვიზიტად აშშ-ში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულშტატებში იმყოფებოდნენ.
პარლამეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის კონგრესის წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლებთან, კონგრესის კვლევითი და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან, ადგილობრივი და საერთაშორისოორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის, კონგრესმენ დევიდ პრაისთან, პიტერ როსკამთან, სუსან დევისთან, გვენმურთან, ასევე IRI-ს პრეზიდენტ დანიელ ტვინინგთან, NED-ის პრეზიდენტ კარლ გერშმანთან და სხვა.
შეხვედრებისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს,ამერიკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისსაკითხებში. მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეტი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები.
ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ფარგლებში, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შექმნაზე.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა შეხვედრას თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობა მოაქვს. ამშეხვედრებზე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ვიმსჯელეთ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების მონაწილეობის გაზრდისმნიშვნელობაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გაძლიერებას. ამ საკითხზე მუშაობსპარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერა უფრო დინამიურს გახდის ამპროცესს“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ირინე ფრუიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„მისი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართ მრავალ მნიშვნელოვან პროექტში გამოიხატება. ამ თანამშრომლობის გასამყარებლად და გასამრავალფეროვნებლად აუცილებელია საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესსშორის მეტი კავშირების დამყარება. ჩვენი ვიზიტის დროს საინტერესო დისკუსიები გაიმართა პარლამენტის გაძლიერების, პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდის და ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ”, -განაცხადა ირინე ფრუიძემ.
პარლამენტის წევრების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-სკონგრესის House Democracy Partnership – ის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები