ნარკოლოგი: ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევენ

ე.წ. კლუბური ნარკოტიკებიც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა. ეს პრეპარატები ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევენ, – ამის შესახებ ნარკოლოგმა თათა ასათიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის ფსიქიკისა და ორგანიზმისთვის ყველა ნარკოტიკი მძიმე და დიდი ზიანის მომტანია.
„ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ საშუალებებს მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად არ ვყოფთ. ყველა ნარკოტიკი არის მძიმე და დიდი ზიანის მომტანი ადამიანის ფსიქიკისა და ორგანიზმისთვის. კლუბური ნარკოტიკებიც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები იწვევენ ფსიქიკურ დამოკიდებულებას, ხშირი მოხმარების შემთხვევაში კი ადამიანის ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას, სხვა მრავალ გართულებას. ბევრი პაციენტი მყავს ე.წ. კლუბური ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობით, იგივე LSD-თი და ა.შ. მათ დასჭირდათ საკმაოდ ხანგრძლივი სტაციონალური მკურნალობის ჩატარება“, – განაცხადა თათა ასათიანმა.
თათა ასათიანი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რამდენიმე მოქალაქემ ინტოქსიკაცია მიიღო, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით.
როგორც ნარკოლოგი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ რეანიმაციაში 3 ახალგაზრდა შეიყვანეს, რომლებამც გაურკვეველი ფსიქოატრიური ნივთიერება შეიძინეს როგროც MDMA და მიიღეს.
ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები, ახალგაზრდები ბრმად მოიხმარენ ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთირებას. შესაძლებელია ეს ნარევი შეიცავდეს ფენტალინს. ეს არის სინთეზური ოპიოიდი, რომელიც არის უძლიერესი, ჰეროინზე 50-75 -ჯერ, მორფინზე კი 100-ჯერ ძლიერი”- განაცხადა ნარკოლოგმა.
მისი თქმით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ეს ნარკოტიკი და რა რისკებთანა არის დაკავშირებული მისი მოხმარება.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები