გიორგი ვაშაძე: 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს

16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ფანტასტიკური და მწყობრი გეგმები აქვს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი და ფანტასტიური გეგმები. მხარს გვიჭერს აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელმაც წნეხის და დაშინების მიუხედავად ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი იყო საფუძველი იმის, რომ ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს. თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა. 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს. გეგმები გვაქვს ძალიან მწყობრი, რათა გამარჯვებამდე მივიდეს ეს ბრძოლა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები