საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ლევან იოსელიანი ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნოვრუზ ბაირამს ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას უსურვებს. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის დადგომას, ბუნების განახლებას და ცხოვრების ახალ დასაწყისს განასახიერებს. ეს დღესასწაული მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს აერთიანებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთპატივისცემას, თანადგომასა და ჰარმონიას.