გია გაჩეჩილაძე: სალომე ზურაბიშვილი შეუძლებელია იყოს არადასავლური ორიენტაციის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუძლებელია, არადასავლური ორიენტაციის იყოს.
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი შეუძლებელია, იყოს არადასავლური ორიენტაციის. ის საფრანგეთს, ევროკავშირს ემსახურებოდა. იყო უმაღლესი კატეგორიის საფრანგეთის დიპლომატი, ელჩი და აქედან გამომდინარე, მას უმაღლესი ჯილდოებიც კი აქვს მიღებული.
როცა ლაპარაკია მეორე მხარეზე, ვაშაძეზე , რომელიც რუსეთის „ფეესბეს“ კონტროლირებად სამსახურში მუშაობდა , მოგეხსენებათ, მან რუსეთის მოქალაქეობა ძლივს დათმო, ასე და ასე შემდეგ. ძალიან ცუდი საქმეები აქვს გაკეთებული 2008 წლის ომის პერიოდში , როდესაც ის თანამდებობაზე იყო, მალავდა რუსეთის მონაწილეობას სამხედრო კონფლიქტში ჯერ კიდევ 7 და 8 აგვისტოს . ეს, რა თქმა უნდა, თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია . ბუნებრივია, ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიაა იმ ხალხის მიერ დაგეგმილი, რომელიც ცდილობს, რომ გადაფაროს „ნაციონალური მოზრაობის“ , გრიგოლ ვაშაძის და სააკაშვილის რეალური პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც არის რუსეთი“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები