აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაუგეგმავი სამეთვალყურეო ფრენა განახორციელა

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინის ტერიტორიაზე “ღია ცის ხელშეკრულების” ფარგლებში ქერჩის სრუტეში განვითარებულ ინციდენტთან დაკავშირებით დაუგეგმავი სამეთვალყურეო ფრენა განახორციელეს.
შესაბამის ინფორმაციას პორტალი “ინტერფაქს-უკრაინა” პენტაგონის მიერ გავრცელებულ რელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ფრენის დრო არჩეული იყო იმისთვის, რომ აშშ-მ დაამტკიცოს, რომ თავის მოვალეობებს ასრულებს უკრაინის მიმართ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან”,- აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში.
პენტაგონის განცხადების თანახმად, რუსეთის უმიზეზო თავდასხმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე არის სახიფათო ესკალაცია, რომელიც უფრო პროვოკაციულია.
პენტაგონის განმარტებით, აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება სურს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები