დომინიკის რესპუბლიკაში, ქარხანაში გაზის აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა

დომინიკის რესპუბლიკაში, ქარხანაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 103 კი – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Caribe ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ინფორმაცია 4 გარდაცვლილისა და 45 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა. ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით, Polyplas-ის ქარხანაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაბრიკაში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა, რომელიც შემდეგ აფეთქდა. თვითონ შენობა ძლიერად დაზიანდა.
ნანგრევების დაშლა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხელისუფლება, ჯერჯერობით, არ ასახელებს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები