კახა კალაძე: ბიუჯეტი, რომელიც დაკორექტირდა საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მოღვაწეობა პრობლემების გარეშე გააგრძელოს

თუ რეალურად შევხედავთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მგონია, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც დაკორექტირდა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი მოღვაწეობა ყველანაირი პრობლემის გარეშე გააგრძელოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ამ თემაზე სპეკულაციების მცდელობები მაინც მოსალოდნელია.
„ჩვენ თუ რეალურად შევხედავთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მგონია, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც დაკორექტირდა და არის წარმოდგენილი, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი მოღვაწეობა ყველანაირი პრობლემის გარეშე გააგრძელოს. ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იქნება პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობები და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, ვინც ამ თემით სპეკულირებს”,- განაცხადა კახა კალაძემ.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია ექვსი მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2018 წლის მსგავსად, 2019 წლისთვისაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები