გრიგოლ ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, მაგრამ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ

„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ“, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს იყო კრიმინალური ტერორისა და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის სპეცოპერაცია.
„სალომე ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის, მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიისა და ოლიგარქის სპეცოპერაცია ტოტალური გაყალბებითა და ტოტალური ზეწოლით. შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ვცნობთ და მის შედეგებს არ ვაღიარებთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები