გრიგოლ ვაშაძე: არავითარი სისხლისღვრა არ იქნება

არავითარი სისხლისღვრა არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენას მუდამ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება და ესენია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება, ასევე, საოლქო კომისიების გაუქმება და პროპორციულ, ან პროპორციულ-რეგიონალურ სისტემაზე გადასვლა.
“რაც შეეხება ბერკეტებს, ჩვენ გვაქვს 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა. ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას. ხელისუფლება, თუ გნებავთ ე.წ. ხელისუფლება, რომელიც მთელი ოთხთვიანი პროპაგანდის განმავლობაში, გაერთიანებულ ოპოზიციას ჯიუტად მოიხსენიებს როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მოვა და იქნება არეულობა, ასე არ იქნება. არავითარი სისხლისღვრა არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენას მუდამ. პროტესტს, რომელიც კანონით არის დაშვებული, აქვს ათასგვარი ფორმა. ძალიან საინტერესო სიურპრიზებს მოვუმზადებთ ამ ე.წ. ხელისუფლებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები